• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრმა, დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო", - განაცხადა კირკიტაძემ.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

თეგები :