• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

"საქართველოში სასამართლო არ არის შემდგარი"

სასამართლო არ არის შემდგარი და სასამართლოში რეფორმების გაგრძელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე მემის, რომ მოსამართლეები ამბობენ, ყოველ შემთხვევაში ასე ისმის, რომ ყველამ თავი დაგვანებონ, ყველამ შეგვეშვას და ყველამ გვაცადოს, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. დაახლოებით, რაღაც ასეთი ხაზია, რაც იკვეთება მათი საუბრიდან. მაგრამ, შეიძლება, მოსამართლეებს და სასამართლო სისტემას მოსწონს, როგორიც არის  სასამართლო სისტემა, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ამ ქვეყანაში არ მოსწონს. და შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი გაკეთებულია, მივაღწიეთ შედეგს და არაფერი ისეთი გასაკეთებელი არ არის, ეს არის არასწორი. აქ გაჩერება არაფრით არ შეიძლება. რეფორმა არის გასაგრძელებელი. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა მეორე ნაწილიც – იმაზე საუბარი, რომ არსებობს სია, რომელიც არის დასასჯელი, გასაკულაკებელი მოსამართლეების სია და ასე ვთქვათ, ახლა, ამ ადამიანებს უნდა გადავუაროთ, არც ეს მიდგომა არის სწორი. არც ერთი აქედან, ის რომ სასამართლო სისტემაში გასაკეთებელი არაფერია და ის რომ დასახოცია ვიღაცეები, ეს არც ერთი გზა არსად არ მიგვიყვანს. ქვეყნისთვის არაფრის მომცემი არ არის ასეთი საუბრები “, - განაცხადა ჩუგოშვილმა.