• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

"ივანიშვილმა ნარკომანები და მოჭიდავეები გამოგვიგზავნა... შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება"

ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გავცელებულ ვიდეომიმართვაში. სააკაშვილმა ლიეჟში "თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე" ჩასულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

“ესაა ქართული ემიგრაციის გაერთიანების მნიშვნელოვანი ისტორიული დასაწყისი. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ჩემ თავს პირადად დავუსახე. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები“, - თქვა სააკაშვილმა.

თეგები :