• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

„ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი... ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ღორის გრიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა. 

სამწუხაროა, რომ "მთავრობას" ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და "ოცნება" კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ.“

თეგები :