• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

გიორგი კაპანაძე: „ის კაცი“ დაუნდობლად ტკეპნის მათ, ვინც მის წინაშე უკან იხევს

„ფულის გათეთრების სპეციალისტმა და მეანაბრეების გადამგდებმა ბიძინამ, ფულის გათეთრების სპეციალისტ და მეანაბრეების გადამგდებ ჩხარტიშვილთან შეთანხმების შემდეგ, ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი ხაზარაძეს“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს

კაპანაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი არ ინდობს მათ, ვინც „მის წინაშე უკან იხევს“, ხოლო ვინც წინააღმდეგობას უწევს ნებდება. „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელს ამის მაგალითად „რუსთავი 2“ მოჰყავს.
 
ფულის გათეთრების სპეციალისტმა და მეანაბრეების გადამგდებმა ბიძინამ, ფულის გათეთრების სპეციალისტ და მეანაბრეების გადამგდებ ჩხარტიშვილთან შეთანხმების შემდეგ, ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი ხაზარაძეს.

ცინიზმის ახალი ლეველია. 

ისეთი მუხლი წაუყენა, თუ ღიად არ იბრძოლა, სამუდამოდ ჩაეკეტება დიდ კორპორაციებთან მისასვლელი კარი. 

როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მაგალითად, J.P Morgan-თან ფულის გამთეთრებლის რეპუტაციის მქონე ბიზნესმენის გალინკვა?

„ის კაცი“ დაუნდობლად ტკეპნის მათ, ვინც მის წინაშე უკან იხევს. ხოლო ვინც ბოლომდე იბრძვის და შეურიგებელ წინააღმდეგობას უწევს - ნ ე ბ დ ე ბ ა. ამის საუკეთესო მაგალითია რუსთავი 2-ის მენეჯმენტი, რომელმაც იმით რომ უკან არ დაიხია არც ერთი ნაბიჯით, თავიც გადაირჩინა და ნორჩი ქართული დემოკრატიაც გაიყვანა სამშვიდობოს. 

ჰოდა, მიაწექი მამუკა - ვიდრე უბრალოდ, ცეცხლს წაუკიდებს შენს 27 წლიან რეპუტაციას“, - წერს კაპანაძე.