• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

"დაშლილი ღვიძლი და გაჩერებული თირკმელი" - სერგეენკოს უუნარობის გამო 10-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

გრიპის საყოველთაო ეპიდემიის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ძირითადად ივანიშვილის ბიზნეს-იდეების განხორციელებით არის შეპყრობილი, სრული უუნარობა გამოამჟღავნა. 

სერგეენკოს არასწორი მენეჯმენტის გამო, ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსით უკვე ათამდე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული კი, ამ წუთებში ებრძვის სიკვდილს. 

ერთერთი მათგანი 25 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც იმის გამო რომ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში სიცხის დამწევი და "ტამიფლუ" არ მისცეს, ღვიძლი დაეშალა, თირკმელი გაუჩერდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. 

„დღეს მეუბნება ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო.

ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა“-ამბობს პაციენტის მამა, გია ჩილაშვილი.

ჯანდაცვის სფეროში არსებული კორუფციისა და მინისტრ სერგენკოს გულგრილობის, უუნარობისა და ნეპოტიზმის გამო, 21-ე საუკუნეში, საქართველოს მოქალაქეები ღორის გრიპით კვდებიან. 

"სამი მილიარდი აქვს დაფინანსება ჯანდაცვას და მაშინ, როცა ამდენი ვაქცინა არსებობს, ხალხი ღორის გრიპით იხოცება. 

ბიძინას ფავორიტ სერგეენკოს, კორუფციული სქემების ნაცვლად რომ პრევენციის გზებზე ეფიქრა, იქნებ ახლა ამდენი გარდაცვლილი არ გვყოლოდა", - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.