• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

ევროკავშირის ელჩი: სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება.

„მქონდა შესაძლებლობა, მეორე ტურის შემდეგ პირველად შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება. ამ გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

თეგები :