• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

„საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული“

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული.

თამარ ჩუგოშვილი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება არ უნახავს.

„თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცეებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს, ეს მთელი მსოფლიოს მიერ დადასტურებულია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია, ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა მოსახლეობამ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ცუდს და უარესს შორის.

თეგები :