• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

გიორგი კაპანაძე: 20 ნეგატიური რამ, რაც კახი კალაძემ დათესა

20 ნეგატიური რამ, რაც კახი კალაძემ დათესა, - ამის შესახებ „ინტერნეტ მეტია ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს. 

„1. ორი ავტოგოლი საკუთარ კარში. 

2. 7 ნოემბრის მოვლენების „გაპრავება“ სხვადასხვა ტელე-ეთერით. 

3. ნოღაიდელთან ერთად, აღებული ბიზნეს-ვალდებულების არშესრულება. 

4. ჟურნალისტის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯერ კიდევ 2012 წელს („გადშენდი აქედან“). 

5. ოპოზიციის ლიდერების ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზება (კორცხელის ინციდენტი).

6. არალეგალური ბიზნესი (ჰესები, ტენდერები).

7. უფასო სასადილოებისათვის გამოყოფილი თანხების შემცირება. 

8. მოძალადის დანიშვნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. 

9. ნეპოტიზმი (ცოლის ძმის დანიშვნა მერიაში და სკანდალი მისი მონაწილეობით)

10. ძალადობის წახალისება. 

11. მედიის ლანძღვა-გინება. 

12. გაბერილი ბიუროკრატია (შტატების დამატება მერიაში). 

13. აგრესია ოპონენტების მიმართ.
 
14. კრიმინალებთან კავშირი და მათი გამოყენების მცდელობა. 

15. სიძულვილის ენა.

16. შანტაჟი ბიზნესში (თიბისი ბანკის მიერ პროგრეს ბანკის ყიდვის ისტორია).

17. გაუმჭვირვალე გარიგება „გაზპრომთან“.

18. შვილმოკლული მამების დამცირება. 

19. საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალება. 

20. ჩვენი ქვეყნის დაკნინება (ვის აინტერესებს საქართველო რუსეთის გარდა, ვის რად უნდა ჩვენი ღვინო ევროპაში).

P.S: როცა თბილისის მერს ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა თაკო ჩარკვიანის ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას, ასე უპასუხა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. 

და, კალაძემ რომ ის მოიმკას, რაც დათესა, მორთავს კიდევ დოლარებით ნაძვის ხეს?“

თეგები :