• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

"მოვუწოდებთ მიხეილ საკააშვილს ანტისემიტური განცხადებისთვის ბოდიში მოიხადოს"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიხეილ სააკაშვილს ანტისემიტური განცხადების გამო ბოდიშის მოხდის მოუწოდებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას" და მოვუწოდებთ მიხეილ საკააშვილსაც, რომ უარყონ ეს განცხადება და ბოდიში მოიხადონ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"სააკაშვილის მსგავსი განცხადება პირველად არ გვესმის. როგორც ჩანს, ის ხშირად იყენებს ქსენოფობიურ და ანტისემიტურ განცხადებებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა უნდა ანახონ მაგალითი ჩვენს მოქალაქეებს და ასეთი გამონათქვამები არ გააკეთონ. მითუმეტეს, როდესაც სააკაშვილს აქვს კონკრეტული გავლენა ჩვენს წინასაარჩევნო პერიოდზე, მას აქ ჰყავს მხარდამჭერები და მან შეიძლება დამატებით შექმნას კონკრეტული განწყობები მოქალაქეებში. ამიტომ ეს არის მიუღებელი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" ისრაელელ კონსულტანტზე გაკეთებულ განცხადებას დღეს ქართველ ებრაელთა სათვისტომო გამოეხმაურა. სათვისტომო სააკაშვილის ამ განცხადებას ანტისემიტურს და დისკრიმინაციულს უწოდებს და გმობს მას.

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში "ქართული ოცნების" პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს „ებრაელი აფერისტი“ უწოდა, ხოლო მოგვიანებით სიტყვა ებრაელი ისრაელელად გადაასწორა.

"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები :

ეკა გიგაური