• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

სვეტიცხოვლის ფეისბუქის გვერდზე ბერა ივანიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

სვეტიცხოველში აცხადებენ, რომ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, - ამის შესახებ აღნიშნულია სვეტიცხოვლის ფეისბუქის  გვერდზე.

„11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ.

სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები.

ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს“, – აღნიშნულია გვერდზე.

თეგები :