• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"თანამედროვე სამამულო პოლიტიკის ცენტრალური სიმბოლო - ქართველი კაცის ტრაკი!" - "გირჩის" აქციამ საოკუპაციო ხაზთან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

"ამჯერად რუსეთისკენ მიშვერილი, 2012 წლის არჩევნების განმსაზღვრელი, 17 მაისის დამარბეველი, ცოცხიანი თუ უცოცხო, სახეზეა და, გთხოვთ, პატივი ეცით, თანამედროვე სამამულო პოლიტიკის ცენტრალური სიმბოლო - ქართველი კაცის ტრაკი!", "

"ამ სისულელის მერე ისევ გირჩის მხარდამჭერი რომ ხარ ხომ უფრო დიდი ყ... უნდა იყო,"

"ჭკვიანები ხართ ძალიან... უჭკვიანესები... აქედანვე უნდა დაიჭიროთ თადარიგი და შეეჩვიოთ მაგ პოზაში ყოფნას, რადგან საქართველოში საომარი მოქმედებები რომ დაიწყება და ჩვენი ბიჭები შეეწირებიან, მერე თქვენ დიდხანს...ძალიან დიდხანს მოგიწევთ მაგ პოზაში ყოფნა ..!"

"აი ასე ხდება როცა ქვეყანას არც დიპლომატიის და არც ომის ტრაკი არ აქვს.. მოწკმუტუნე ძაღლს დაამსგავსე ქვეყანა, რუსის ადგილას არც დაგცინებდით უბრალოდ შემეცოდებოდით.. მოვტყან თქვენი თავისუფლება."

"მთელი მსოფლიოს დასაცინს გახდით საქართველოს ამ საქციელით. ეს არ არის პოტესტის გამოხატვის ფორმა. და თუ მართლა რამის ტრაკი გაქვთ ტრაკებს არ დაანახებდით ,"

"იმასაც მოვესწარით,რომ ქართველმა კაცმა საკუთარი ნებით ჩაიხადა შარვალი და რუსის დასაცინად გაიხადა თავი...
და ამის მერე კაცობაზე გაქვთ პრეტენზია?!
შეგირცხვათ ნამუსი,"

"ლამის ყოველდღე ცხინვალის ციხეში მიყავთ ხალხი. ამ დიშოვი "აქციის" გამო საქათმეში რო ჩაყარონ, ვინაა პასუხის გამცემი?
ესაა მიშიზმი. ტრაკისმიცემა ეკრანზე მოხვედრის, იაფი "პოპულარობისთვის". რეალურად ისეთი საფრთხე შექმნეს, რომ ვიღაცას სიცოცხლეზე უფრო ძვირად შეიძლება დაუჯდეს. ეს აღარაა ღადაობა. ესაა სერიოზული პიროვნული რისკის შექმნა გამყოფ ზოლზე მცხოვრები ადამიანებისთვის,"

"წინიდან უფრო საცოდავი შესახედები ხართ ეტყობა და უკანალი მიუშვირეთ?და სულ ეგაა თქვენი დიდგორი, გირჩი?!"

"ხო, ჯარში წაყვანას ჩახდა ჯობია......
და ომის დროს ჩასვრა......
ეგ არის თქვენი საქმენი..." -

ასე გამოეხმაურნენ ინტერნეტ მომხმარებლები საოკუპაციო ხაზთან გამართულ აქციას "გირჩის" თაოსნობით. აქციის მონაწილეებმა მტერს შიშველი უკანალები აჩვენეს.

"გირჩის" ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები სოფელ ატოცში 14:00-დან შეიკრიბნენ. მათ შეუერთდათ მოძრაობა სახელად “რუსეთი ოკუპანტია”.

აქცია უკავშირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, 1 კილომეტრიან მონაკვეთზე დე-ფაქტო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას.

აქციის მიზანი, პარტიის თანახმად, იყო ხელისუფლებისკენ მოწოდება, გააორმაგონ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

“სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია სწორედ საკუთრების უფლების დაცვაა, მათ შორის, დაცვა უცხო ქვეყნის აგრესიისგან”, - წერდა "გირჩი".

“გასაგებია, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერია, თუმცა ჩვენს მხარესაა სიმართლე და მორალი”, - ამბობენ პარტიაში.

თეგები :