• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა - ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ საფირმო ქართული ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 72 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ნინომ ფინალურ ორთაბრძოლაში მასპინძელ ლორენა-ალექსანდრა პოდოლენსკის სძლია ანგარიშით 6:1 და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჭიდაობის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალური ბრძოლის დასრულების შემდეგ ნინომ მალაყი შეასრულა, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და ხალიჩას თავისი საფირმო ცეკვით შემოუარა.

ნახეთ ვიდეო:

თეგები :