• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

გია ვოლსკი: ოკუპაცია უზნეო პოლიტიკოსების ხელში მუდმივად იყო სპეკულაციის თემა

ოკუპაცია უზნეო პოლიტიკოსების ხელში მუდმივად იყო სპეკულაციის თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ სოფელ ატოცთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

„დღეს გვაქვს საქმე ტრაგედიის გამოძახილთან, რომელიც 2008 წელს მოხდა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ეს არის ან დანაშაულებრივი შეცდომები, ან არის კონსპირაციული და მოღალატეობრივი საქმიანობა. იმ პერიოდში, როდესც აშშ, ევროკავშირი ჩარეული იყო ამ საქმეში, მაინცდამაინც წავიდნენ იმ დღის წესრიგით, რომელიც რუსეთს ჰქონდა. 2006 წლიდან მოყოლებული ეს განსაკუთრებულად შეიმჩნეოდა და ეს არაერთ საერთაშორისო დოკუმენტშია წარმოდგენილი. დღეს ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები ყერყელაობენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ვაშაძისა და ბაქრაძის მონაწილეობას ამ პროცესში, როდესაც ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ყოფილიყვნენ ადგილზე და არ გამოსულიყვნენ ზონიდან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.  

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკას 140-მდე ადამიანი შეეწირა და რომ არა ეკლესია, მათ ცხედრების გამოტანაც ვერ მოხერხდებოდა.  „რაც დღეს ხდება 2007 წლის მაისის ბრძანებულებით, კიდევ ერთხელ, სააკაშვილმა მიაკუთვნა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის ოლქს. პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ეს იყო გარიგება ან სისულელე. ეს იყო სააკაშვილის ყოფილი პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ისეთ უშვერი სიტყვებს ამბობდა, რომ არ გამიგია მთვრალი კაცისგანაც, მაგრამ ესაა ერთი ეპიზოდი. ტრაგედიაა, რომ იქიდან დარჩენილი მოსახლეობა არის იზოლაციაში, ოსებსაც და ქართველებსაც ეს საზღვარი მძიმე ტვირთად აწევთ. სახელმწიფომ გონიერი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ამ ვითარებაში სტაბილურობა შეინარჩუნოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეგები :