• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, იმედია თქვენნაირი პრეზიდენტი არ ეყოლება ქვეყანას“ - მოქალაქე ზურაბიშვილს

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, იმედია თქვენნაირი პრეზიდენტი არ ეყოლება ქვეყანას“ - ასე მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს.

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ატოცში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღეა, რუსი ოკუპანტები სოფლის გასწვრივ ერთი კილომეტრის სიგრძეზე ახალ მავთულხლართებს აბამენ.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის საოკუპაციო ზოლთან ჩავიდა იმისთვის, რომ ყველას დაანახოს როგორი პრეზიდენტი იქნება ის.

"აქ ვარ ჩამოსული, რომ ვისაუბრო როგორი პრეზიდენტო ვიქნები. ჩვენ აღვკვეთთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ ეს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება და იმავე დროს რომ ეს არ გადავაქციოთ საზღვრად,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თეგები :