• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

კვირიკაშვილის უარი ივანიშვილს - გაგდებული პრემიერი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ოლიგარქ ივანიშვილს, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის დახმარების შესახებ, უარი შეუთვალა. 

მილიარდერმა, გაგდებულ ექს-პრემიერს გუშინ შუამავლის მეშვეობით გადასცა, რომ „თუ ზურაბიშვილის კამპანიაში ჩაერთვებოდა, ყველა წყენას დაივიწყებდა“. 

თუმცა, კვირიკაშვილი იმაზე მეტი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქს ეგონა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ივანიშვილმა დასახმარებლად „ძველ გვარდიას უხმო“. მოწოდების შემდეგ კი, ერთმანეთის მიყოლებით გამოლაგდნენ „ქართული ოცნების“ ძველი და ოდიოზური სახეები. 

უმრავლესობის წევრებმა საუბარი დაიწყეს იმის შესახებაც, რომ ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წარმოებულ კამპანიაში ირაკლი ღარიბაშვილიც ერთვება, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. 

მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა დაინიშნოს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ზურაბიშვილი არჩევნებს აგებს, რაზეც ივანიშვილის აწითლებული სახეც მეტყველებს და ისიც, რომ ექსპერტებმა მისი გამოსვლა „შეშინებული და დამფრთხალი“ ლიდერის გაბრძოლებად შეაფასეს.