• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

იგეგმება თუ არა, ფარცხალაძის ლიკვიდაცია - "ოქროს მოწმე", რომელიც ოლიგარქს საფრთხეს უქმნის

„ოთარ ფარცხალაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი მოშორება უნდა“, - აცხადებს ყოფილი პროკურორის გარემოცვა. ფარცხალაძის გარემოცვის აზრით, მან იმდენი რამ იცის, რომ ოლიგარქისათვის არასასურველი და საშიში ხდება... 

შესაძლოა, სწორედ ამ გარემოებით აიხსნებოდეს ოთარ ფარცხალაძის უცნაური სახლი და ის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ფაქტობრივად, მიწაში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ის მიწის ზევით უკვე თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.

რა იცის ფარცხალაძემ? 

შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი პროკურორი ოქროს მოწმე გახდება მაშინ, თუ ბიძინა ივანიშვილის საქმეების გამოძიებას დაიწყებენ. 

წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტები და ინფორმაციები, რომლებსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფლობს ივანიშვილის უკანანო ბიზნეს-საქმიანობისა და რეკეტის შესახებ. 

ამიტომ, გარემოცვის აზრით, ფარცხაქლაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერებით ცნობილი გახდა ივანიშვილის მიერ ბიზნესის დარეკეტებისა და 4 მილიონის უკანონოდ მითვისების ეპიზოდი.

რა ელოდება ფარცხალაძეს? 

ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც გერმანიაში ბოტასების ქურდობისათვის იხდიდა სასჯელს, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო უსაფრთხოებაზე ფიქრი, ვიდრე „მიწის ქვეშ“ გადავიდოდა საცხოვრებლად. 

კერძოდ, ფარცხალაძემ გაფილტრა დაცვა. შეიმუშავა უსაფრთხოების ზომები. უახლოეს გარემოცვას განუცხადა რომ „ყველაფერია მოსალოდნელი“. მოკლედ, ფარცხალაძეს ეშინია. ეშინია, რომ მას მოიშორებენ ამიტომ, გარემოცვის დახმარებით გადაწყვიტა „ინფორმაციის გაჟონვა“ და ერთგვარი პრევენცია.

მართალია, პირდაპირ თქმას, თუ ვინ შეიძლება მოიშოროს იგი, საჯაროდ ვერ ბედავს, მაგრამ ეს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. 

ის ფაქტები, ინფორმაცია და გარემოებები, რომლებიც მისთვისაა ცნობილი, პირველ რიგში ყოფილ პრემიერსა და მილიარდელს, ბიძინა ივანიშვილს უქმნის საფრთხეს. 

რა ელოდება ივანიშვილს?

ივანიშვილის წინააღმდეგ ინგლისისა და საფრანგეთის სასამართლეობი მალე დაიწყებენ პროცესებს. ადრე თუ გვიან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ვერც მისი გავლენისაგან გათავისუფლებული პროკურატურა დახუჭავს თვალს ათას უკანონობაზე, რომელიც ოლიგარქს უკავშირდება... 

სწორედ აქ გახდება საჭირო ფარცხალაძის ჩვენებებიც და მისი გამოძიებასთან თანამშრომლობაც. აი, ეს შეიძლება ადარდებდეს არაფორმალურ მმართველს.

ამიტომ, აქედანვე უნდა ითქვას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, უეცარი ავადმყოფობა, თვითმკვლელობა და სხვა ნებისმიერი გარემოება, აუცილებლად გამოიწვევს ეჭვს და დაადასტურებს იმ შიშებს, რომლებიც ფარცხალაძეს, როგორც ჩანს, არც თუ უსაფუძვლოდ ანერვიულებს.