• თბილისი
  • 20°C
  • 15 ოქტომბერი, 2018
article

„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში"

„ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში,“- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.  

„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით - მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წაროიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.