• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

„მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს“

მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე განაცადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის სიმართლის თქმას შეძლებს მხოლოდ.

მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენ უშუალოდ მე დაგასაქმოთ. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ეკონომიკას უცებ დააყენებს თავის ფეხზე. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას. მე ვიქნები მართლის მთქმელი, არ დაგიმალავთ არაფერს.