• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

გუგული მაღრაძე: თითო ოჯახს 3-4 მანქანა ჰყავს, ზოგჯერ ეჭვი მეპარება ხალხის სიღარიბეში

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში სიღარიბის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხანდახან ეჭვი ეპარება იმაში, რომ მოსახლეობას უჭირს. 

„ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული ამბავია - ვერ გაგვივლია, იმიტომ რომ თითო ოჯახს 3 და 4 მანქანა ჰყავს, ამდენი მანქანა მე არ ვიცი, სადმე ვინმეს ჰყავდეს, ხანდახან ეჭვი მეპარება ამაში (სიღარიბეში). კი, როგორ არა, არიან ადამიანები, ვისაც უჭირს, მაგრამ არც ისე ცოტა კატეგორიამ ადამიანებისა მოახერხა ისე, რომ აქვთ შესაძლებლობა - საჭმელი, სასმელი, რაღაცა ესეთი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ როგორც ერთმა თქვა, ვისაც შეძლება აქვს, იმას მეტი ჰქონდეს და ვინც ღარიბია, იმან მოახერხოს და უფრო შეძლებულებში გამოვიდეს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, - აღნიშნა მაღრაძემ.

თეგები :