• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

რუსთავში ფერადკანიან მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

რუსთავში ფერადკანიან მამაკაცს ადგილობრივი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მიკროავტობუსში მოხდა. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომაარეობაში მყოფი კაცი 43 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია.

ფერადკანიანმა კაცმა მომხდარის მობილურით გადაღება მოახერხა.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.


თეგები :