• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ათივე შტაბის წარმომადგენელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 


"დღეს ვიყავი ყველა შტაბში. მინდოდა მადლობა მეთქვა იმ ადამიანებისთვის ვინც მეხმარებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა.  წინ კიდევ ბევრი საქმეა და ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ. დიდია შემართება და მზადყოფნა, ხალხი გრძნობს მობილიზებას და აქვს კარგი განწყობა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თეგები :