• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალი დაკავებულს მას შემდეგ დაუმძიმდა, რაც გამოძიებამ ახალი მოწმეები გამოკითხა.

მუხლის გადაკვალიფიცირების პარალელურად ვიტალი საფაროვის დედა პროკურატურამ დაზარალებულად უკვე მეორედ ცნო.

ცნობისთვის, უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში 30 სექტემბერს მოკლეს.