• თბილისი
  • 20°C
  • 15 ოქტომბერი, 2018
article

მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს

2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიშშია საუბარი.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახში ძალადობაში მხილებულ იქნა 16 პოლიციელი.

„გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი მხილებულ იქნა 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა;

გაიზარდა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები :