• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

"ვთხოვ ბატონ გახარიას, რამდენიმე წუთი დამითმოს, რათა ჩემი სათქმელი პირადად მოვახსენო. ჩემთვის მისი აზრი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, უნდა მუშაობდეს თუ არა ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი კვლავ სამართალდამცავ ორგანოში. მაინტერესებს, აქვს თუ არა, მას კანონიერი და მორალური უფლება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყოს. ვიმედოვნებ, ბატონი მინისტრი ჩემს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს", - აცხადებს გოგონას მამა.

"ჩემი შვილი და ბრალდებული ერთ სამშობიაროში არიან დაბადებულები. ერთად გაიზარდნენ. 14 წლისას შეუყვარდათ ერთმანეთი და გრძელდებოდა ალბათ, 7 წელი. ერთი პერიოდი დაშორებულები იყვნენ. ბრალდებული იყო ძალიან მექალთანე, ალბათ, ღალატობდა და ამის გამო დაშორდა. 2 წლის მერე მითხრა, შევრიგდითო. მკვლელობამდე ჩემი შვილისთვის არაფერი შემიმჩნევია, რომ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული ყოფილიყო... ჩემ შვილს მთელი ცხოვრება უყვარდა. ის სიყვარულმა დაღუპა",- განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი კორპუსის უკან სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.  ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა.

თეგები :