• თბილისი
  • 20°C
  • 15 ოქტომბერი, 2018
article

სუს-ი: მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპანტების მიერ გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცადება გაავრცელა.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს, დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

„ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა.“  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად," - ნათქვმია განცხადებაში. 

თეგები :