
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს
- "პრესა.ჯი"
- 14:42 05.06.2018
ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილიც დააკავეს.