• თბილისი
  • 20°C
  • 15 ოქტომბერი, 2018
article

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე, თბილისის მკვიდრი დააკავა

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.

თეგები :