• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

უგემრიელესი გუფთა ბებოს რეცეპტით

საქონლის ხორცის ფარში - 300 გ
კარტოფილი - 500 გ
მანის ბურღული - 2 ს/კ
ვერმიშელი - 50-100 გ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ოხრახუში
მარილი და პილპილი

საქონლის ფარშს დაუმატეთ მანის ბურღული, მარილი, წიწაკა და კარგად აურიეთ. გააკეთეთ ხელით პატარა გუფთები.

ხახვი დაჭერით წვრილად. სტაფილი გახეხეთ მსხვილად. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად.

ადუღებულ წყალში (2 ლ.) ჩაყარეთ კარტოფილი, დაუამტეთ ხახვი და სტაფილო და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ მარილი, წიწაკა.. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი.

წყალი როგორც კი ადუღდება, სათითაოდ ჩაყარეთ გუფთები. ხარშეთ, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.

ბოლოს და უმატეთ ვერმიშელი და ხარშეთ 5 წუთი.

გამორთეთ წვნიანი და დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

თეგები :